Real Estate Market Trends – Georgia 2026: Growth, Yields and What Investors Should Know

უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები – საქართველო 2026: ზრდა, შემოსავლიანობა და რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა

უცხოელი მყიდველები ხშირად სვამენ ერთსა და იმავე კითხვას: არის თუ არა დღესაც გამართლებული საქართველოში უძრავი ქონების შეძენა? პასუხი ციფრებშია. საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები (2026 წ.) მიუთითებს, რომ ბაზარი უფრო სტაბილური გახდა. თბილისსა და ბათუმში ფასები ნელა და პროგნოზირებად იზრდება, ნაცვლად იმისა, რომ, როგორც ადრე, სწრაფად და მკვეთრად იცვლებოდეს. აქ უძრავი ქონების გაქირავებით კვლავაც შესაძლებელია უფრო მეტი შემოსავლის მიღება, ვიდრე ევროპის ქალაქების უმეტესობაში. თუ ქონების შეძენამდე ზუსტი ინფორმაციის მიღება გსურთ, ახლა საუკეთესო დროა, გაეცნოთ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს.

უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები: საქართველო 2026 – საიდან მოდის ზრდა

Georgia’s real estate market 2026 is growing for three main reasons. More tourists are visiting the country, more foreigners are choosing to live here and there are not enough modern apartments in the most popular locations. This is easy to see in central Tbilisi and near the seafront in Batumi. Today, buyers prefer completed apartments with professional management. Many do not want to buy a property that is still under construction or has an uncertain completion date. Because of this, trusted developers and well-located projects continue to attract strong demand.

საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება კვლავაც მიმზიდველია, რადგან ადგილობრივი ვალუტა სტაბილურია, ხოლო უცხოელი მყიდველებისთვის საგადასახადო წესები — ძალიან მარტივი. საცხოვრებლის შესაძენად რეზიდენტობა არ არის საჭირო, სამართლებრივი პროცედურები კი, როგორც წესი, სულ რამდენიმე დღეს გრძელდება. ბიზნესის კეთების ეს სიმარტივე უაღრესად მნიშვნელოვანია: როდესაც ინვესტორები სხვადასხვა ქვეყანას ერთმანეთს ადარებენ, ისინი ხშირად უპირატესობას ანიჭებენ იმ ქვეყანას, სადაც ყველაზე ნაკლები რეგულაცია და ბიუროკრატიული პროცედურაა. 

ბათუმი: უძრავი ქონების ტენდენციები. ზრდის მეორე ცენტრი

თუმცა თბილისი ქვეყნის მთავარი ურბანული ცენტრია, ბათუმი განსხვავებულია და მასზე ცალკე ყურადღების გამახვილებაა საჭირო. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებს, ძირითადად, შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ საზაფხულო ტურიზმთან დაკავშირებული, მოკლევადიანი გაქირავების მოთხოვნა განსაზღვრავს. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დატვირთულობის მაჩვენებლები პიკს აღწევს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ხელსაყრელ ადგილას მდებარე ბინების საშუალო წლიურ უკუგებას.

ამავდროულად, ძველ ბათუმში პრემიუმ კლასის ბინები ცალკე და მნიშვნელოვან სეგმენტად ყალიბდება. ისინი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, რესტორნების, საფეხმავლო ქუჩებისა და ბულვარის სიახლოვეს მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონების მყიდველები ხშირად თავად სარგებლობენ ბინით წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო დარჩენილ დროს მას აქირავებენ. 2026 წელს ასეთი მიდგომა სულ უფრო გავრცელებული ხდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე — და არა მხოლოდ ბათუმში.

გაქირავების შემოსავლიანობა და რას უნდა მიაქციონ ყურადღება ინვესტორებმა

შემოსავლიანობის მაჩვენებლები მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, როდესაც სურათს მთლიანობაში უყურებთ. უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად ხშირად ქირავდება ბინა, რა ჯდება მისი მართვა და რა ხდება ნაკლებად აქტიურ თვეებში. შესაძლოა, უძრავი ქონება მომგებიანი ჩანდეს მაღალი საიჯარო გადასახადის გამო, თუმცა რეალური შემოსავალი გაცილებით დაბალი იყოს, თუ ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცარიელი დარჩება. სწორედ ამიტომ, გამოცდილი ინვესტორები სხვადასხვა ობიექტის შედარებისას მხოლოდ სავარაუდო საიჯარო შემოსავალს არ ეყრდნობიან.

საქართველოში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტები, რომლებიც პროფესიონალურ მართვას სთავაზობენ მომხმარებელს, როგორც წესი, უკეთეს შედეგებს აჩვენებს. მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ბინის მუდმივ გაქირავებას და ქონების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას, რაც სამომავლოდ მისი უფრო მაღალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას გაძლევთ. ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხილვაც ღირს, არის „პიაცა რეზიდენსი“ (Piazza Residence). მას შესანიშნავი მდებარეობა და ისეთი მართვის სისტემა აქვს, რომელიც გათვლილია მათთვის, ვისაც სურს, საკუთარი ინვესტიციიდან სტაბილური შემოსავალი მიიღოს.

წყარო: Georgia Today